პირველიდან მე-6-ე კლასების მოსწავლეების წიგნების წონა განახევრდა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფსრასტრუქტურის სააგენტოში განაცხადეს.
უწყების ცნიბით, თითო სახელმძღვანელოს წონა 1-ელიდან მე-4 კლასის ჩათვლით 400 გრამიდან 200 გრამამდე მცირდება. რაც შეეხება მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების წონას, ამ შემთხვევაში თითო წიგნის წონა 500-დან 250 გრამამდე მცირდება.
სახელმძღვანელოების წონა წიგნების რამდენიმე ნაწილად გაყოფის ხარჯზე შემცირდა. უწყების ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების შემდეგ, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით წიგნები რამდენიმე საგანში ორ-სამ ნაწილად იყოფა.