ფასდაკლება პენსიონერებს და შშმ პირებს

2018-08-31 13:50:32

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ასაკით პენსიონერები და შშმ პირები განახევრებულ ფასად მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ კატეგორიის მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამას სამი სექტემბრიდან აფართოებს და ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლობენ 50 პროცენტიანი და რიგ შემთხვევაში მეტი ოდენობის ფასდაკლებით.

ფასდაკლება ვრცელდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე:

ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;

ასევე დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები:

თიროზოლი 5მგ; L თიროქსინი 50მკგ;

ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები:

ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზოლი 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები:

1. მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად;

2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში;

3. მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.

ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის საკმარისი ოდენობა. ყველა პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია.