ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა

2018-08-31 12:37:03

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე სავაჭრო ფართი და კაფე დაიწვა.

ხანძრის სწრაფ გავრცელებას საბურავების მაღაზიაში გაჩენილმა ცეცხლის კერამ შეუწყო ხელი. დამწვარია 200 კვ. მ. ფართი

ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო 57 წლის მამაკაცმა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დახმარება
აღმოუჩინა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება მარნეულის სახანძრო ეკიპაჟი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.