8-10 საათიანი ივენთი რუსთავში

2018-08-31 11:06:03

ხვალ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი Chemical Brothers წარდგება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, კომპანია "ისთერნ ფრომოუშენსს" უკვე ერთი კვირაა დაწყებული აქვს დიდი სამზადისი. რუსთავის ავტოდრომზე უკვე დამონტაჟდა მთავარი სცენა. მთავარი სცენის წინ კი შედარებით მცირე ზომის სცენაც განთავდება, სადაც მსმენელის წინაშე ქართველი  DJ-ები 17:00 საათიდან დაუკრავენ.

პირველი ვისაც ავტოდრომზე შეკრებილები მოუსმენენ ქართველი პიონერი დიჯეი და პროდიუსერი ნიკა მაჩაიძე იქნება.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი მუსიკის მოყვარულებს 17:00 საათიდან ელოდება. ივენთი 8-10 საათიანი იქნება.

ქიმიური ძმები, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გამოცდილი წარმომადგენლები, "MTV"-ს ეპოქაში უამრავი ჰიტის ავტორები, The Chemical Brothers გასაოცარი შოუთი, მაყურებლის და მსმენელის წინაშე ქართველი  DJ-ების შემდეგ გამოვლენ.

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.
 

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი – The Chemical Brothers, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.

კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.

The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე, 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მას პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა – Block Rockin Beats, Hey Boy Hey Girl, Galvanize, The Salmon Dance, Do It Again, Swoon და სხვა.

ისინი საქართველოში "ისთერნ ფრომოუშენსის" მოწვევით ჩამოდიან.

ბილეთები tkt.ge-ზე.