ძროხა ჭაში ჩავარდა [photo]

2018-08-30 23:40:42

თბილისში, სოფელ დიღომში, მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს.

დიდგორის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მაშველების დახმარება მას შემდეგ ითხოვა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი შინაური ცხოველი სახლში არ დაბრუნდა, მოგვიანებით კი ჭაში ჩავარდნილი იპოვა. შინაური ცხოველი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.


ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.