4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-08-30 22:06:37

31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. 1 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.

31 აგვისტოს და 1 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 31 აგვისტო +33°C, 1 სექტემბერი +31°C, 2 სექტემბერი +29°C, 3 სექტემბერი +29°C.