მედია VS კრიტიკული აზროვნება

2018-08-30 17:31:12

რუსთავის სკაუტური ცენტრი კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროგრამას  მასპინძლობს.

პროექტის სახელწოდებაა "Media vs critical thinking-improving literacy'' და ის "Erasmus +"- ის ფაარგლებში, ევროკომისიის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროგრამა დანიური ორგანიზაცია "Accepting Diversity" და ქართული ორგანიზაცია ''InoChange''-ის თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.     
პროექტი 29 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ორგანიზაცია ''InoChange'' 36 ახალგაზრდას ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან მასპინძლობს.

პროექტი  მიზნად ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღმავებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მედია წიგნიერების ამაღლებასა და კულტურათშორისი დიალოგის გაღრმავებას ისახავს.

გაცვლითი პროგრამის მონაწილეები  8 დღის განმავლობაში  ერთმანეთს მედია წიგნიერების შესახებ არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, მოამზადებენ სხვადასხვა მედია პროდუქტს, შექმნიან გაზეთსა და Youtube არხს, სადაც პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ''InoChange'' მსაგვს პროექტებს საქართველოსა და საზღვარ გარეთ 2015 წლიდან ახორციელებს.