სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა

2018-08-30 13:37:27

წელს სტუდენტი 27 409 აბიტურიენტი გახდა. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 70%-ია.

მიმინოშვილის თქმით, სტატისტიკა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

"პროცენტულად ოდნავ მოიმატა სტუდენტების რაოდენობამ. 69.7%-ია წელს, წინა წელს იყო 68.32% იყო. თუმცა, შარშან 28 132 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი. ასე რომ, პროცენტულად ოდნავ მოიმატა, რაოდენობრივად – ოდნავ დაიკლო"

უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების რაოდენობა, რომლებზეც არცერთი სტუდენტი ჩაირიცხა, 15 000-ს აღწევს.

სწავლის დაფინანსება სულ 10 614-მა აბიტურიენტმა მიიღო. მათ შორის არიან როგორც სახელმწიფო გრანტის მფლობელები, ისე აბიტურიენტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

უშუალოდ სახელმწიფო გრანტი 6 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან 1 000-ზე მეტმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო,
1 500-მა 70%-იანი, 4 000-მა კი 50%-იანი გრანტის მოპოვება მოახერხა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გაზრდილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტთა რიცხვი, როლებიც ქართულის ენის მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხნენ. ჯამში, პროგრამაზე 1211 აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და ოსურენოვანი აბიტურიენტი ჩაირიცხა. გასულ წელთან შედარებით რიცხვი 64-თ არის გაზრდილი.