წერილი "ინფო რუსთავს" [photo]

2018-08-30 01:15:43

წერილი ინფო რუსთავს.

"თქვენ უკაცრავად ამ შუაღამით რომ გაწუხებთ, მაგრამ სავალალო სიტუაციაა საკაძის 4 ნომერში. ორი დღეა რუსთავის წყალს ვეხვეწებით წყალი დაკეტონ და არ კეტავენ. გზის რებილიტაციის დროს დაგვიზიანეს მილი, მოშენებასთან ახლოს ახლა წყალი ძირს უთხრის ბოძს. გეხვეწებით, დაგვეხმარეთ მართლა ვეღარ გაუძლებს ეს მოშენება და სამ სართულს წამოიღებს. მერიის ცხელ ხაზზეც ვრეკავთ და ყველგან, არავინ მოგვაქცია ყურადღება. კანალიზაციებშიც კი რომ თხრიდნენ ქვიშა გვიყარეს შიგნით და გაჭედილია. ვერსად მიდის წყალი შენობის იქით. მაინცდამაინც უბედურება უნდა მოხდეს პატრული და ყველა რომ მოვიდეს", - გვწერს ადგილობრივი მარი ტიელიძე.