30 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-29 19:28:21

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აგვისტოს 10:00-დან 20:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1736 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, მარტყოფი, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 13:00 საათამდე 1703 აბონენტს ბოლნისის რაიონის ოსფლებში ნახიდური, ხიდისყური, არქევანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:30 საათამდე 507 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ამლევი, ფარცხისი, პანტიანი, კამიშლო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე 326 აბონენტს დმანისის რაიონის სოფელბში გუგუთიმ ლოქჭანდარი, გორა, კამიშლო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე 2701 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დურნუკი, ქოთეში და მიმდებარედ, აგრეთვე მარნეულში კოსტავას, სულხან-საბას, მუსხელიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.