რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. ელ.ენერგია არ მიეწოდება თოდრიისა და მესხიშვილის აბონენტების ნაწილს. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ინფო რუსთავს განუცხადეს, ელ.ენერგიის მიწოდება, დაახლოებით, 2 საათში აღდგება. კომპანიაში განაცხადეს, რომ შეზღუდვის მიზეზი მიწისქვეშა კაბელის დაზიანება გახდა და ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს.