"თუ ქალაქში თოვა გაგრძელდება, შესაბამისი სამსახური დროულ რეაგირებას მოახდენს".

2017-01-31 23:21:59

თოვა განახლდა. რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ინტენსიურად თოვს. როგორც "ინფო რუსთავს" განუცხადეს ამ მომენტისთვის მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია, 4 სატვირთო და 1 ტრაქტორი მაგისტრალზე სამუშაოებს მალე დაიწყებს. მოხდება გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. ჩვენ დავუკავშირდით რუსთავის დასუფთავების სამსახურს, სადაც განგვიცხადეს რომ სამუშაო ჯგუფები მზადყოფნაშია, იმ შემთხვევაში თუ ქალაქში თოვა გაგრძელდება, შესაბამისი სამსახური მზად არის რომ დროული რეაგირება მოახდინოს.