ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, ერთი მათგანი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.