ავარია რუსთავში

2018-08-29 10:18:36

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავარია მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ყვითელი ავტობუსი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტობუსის მძღოლი რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ავტობუსს მართავდა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.