29 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-28 19:52:39

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

29 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 18:30 საათამდე შეეზღუდება 954 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, ახალშენი, ბოტანიკა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - 1423 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 16:00 საათამდე - 103 აბონენტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში არხოტი, ნაპილნარი, შეხვეტილა, პატარა ნამტვრიანი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე - 700 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აგარაკი, ალექსეევკა და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 17:00 საათამდე - 1325 აბონენტს სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 16:00 საათამდე - 1831 აბონენტს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყდრიონი, განთიადი, სამება, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.