ინფო რუსთავის ინფორმაციით, წელს რუსთავქალაქობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.
რუსთავი 15 დან 22 სექტემბრის ჩათვლით "რუსთავქალაქობა 2018"-ს აღნიშნავს.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული ღონისძიება ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.
ფერების ფესტივალი, ქუჩის სპექტაკლები, ავტო შოუ, ქართული ტრადიციული ხელოვნებისა და კულინარიის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები, მუსიკალური ჯუფების კონცერტები და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების შემოქმედებითი საღამოები- ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რუსთავში რუსთავქალაქობაზე გაიმართება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, მთავარი კონცერტი ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად, ლეონიძის პარკში ჩატარდება. კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები კი რუსთავის სხვადასხვა უბანში მოეწყობა. უბნებს შორის შეჯიბრი ჭადრაკში და ნარდშიც გაიმართება.