მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

2018-08-28 17:39:51

უკრაინა და საქართველო სექტემბრიდან პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავენ.
არსებული ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ უკვე დაამტკიცა და გადასცა ქართველ კოლეგებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ანსამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. მისი ცნობით, უკრაინული მხარე ელოდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ხელმოწერის შესახებ.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.