საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში რუსთაველი გახდა.

2017-01-31 20:05:52

საქართველოს 76-ე ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რუსთაველი ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა. საერთაშორისო დიდოსტატმა 5,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი პრიზი მოიპოვა. ტურნირში 10 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. რუსთაველი მოჭადრაკე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი აღმოჩნდა, მან დასკვნითი შეხვედრა გიგა ყუფარაძესთან გამართა, რომელიც ყაიმით დაასრულა. მიღწეული წარმატება რუსთაველი მოჭადრაკის კარიერაში პირველია.