რა მოხდა ბრუკლინის ციხეში

2018-08-28 11:47:09

აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე და ე.წ კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.

ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩმეპიონმა, ავთანდილ ხურციძემ ("ჩაქუჩა") დაუჭირა. „რიცხობრივი უპირატესობა ლათინოამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შუალაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.“ - წერს გამოცემა CrimeRussia.

არსებული ინფორმაციით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შულაია და ხურციძე კარცერში მოათავსეს.

ხურციძე სასჯელს ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.