ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2018-08-28 11:24:38

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მინივენის ტიპის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 66 წლის ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება 276- მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.