"რუსთაველებს ბოდიშს ვუხდი"[photo]

2018-08-27 20:27:41

რუსთაველების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ინფო რუსთავი შეეცადა გაერკვია განაგრძობს თუ არა ფუნქციონირებას ე.წ "ტაბაღუას სარიტუალო დარბაზი" და რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე კვების ობიექტში.

რიტუალების დარბაზ მამულში არსებული სურათი საზოგადოებამ ერთ-ერთი გადაცემის საშუალებით ნახა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს ობიექტის მეპატრონემ ნოდარ ტაბაღუამ განუცხდა, რესტორანმა ფუნქციონირება განაახლა.

- რა ვითარებაა ამჟამად დაწესებულებაში მუშაობს თუ არა ობიექტი?

 
- 27 ივლისს მოხდა სარიტუალო დარბაზის შემოწმება, შენიშვნები სწორი იყო, თუმცა რაღაცეები იყო მისაღები რაღაცეები კი არასწორად აღქმული და გაგებული იმ ადამიანების მხრიდან ვინც შეგვამოწმა. ეს დღე სანიტარული დღე იყო და არ ვმუშაობდით. მაგ დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ ის პერსონალი ვინც ალაგებდა ობიექტს.

- იყო თუ არა დაწესებულებაში კრიტიკულად შეუსაბამო ვითარება?

- დიახ. იმიტომ, რომ მოძველებული იყო ინვენტარი, ჭერი, კედლები გასაკეთებელი იყო,ასევე მოსაწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, ყველაფერი შევცვალეთ.

- რა შენიშვნებიც იყო ყველაფერი
გავითვალისწინეთ?

- რამაც ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ეს იყო საკანალიზაციო ჭის არსებობა სამზარეულოდან 15 მეტრის მანძილზე. როდესაც შემოწმებაზე მოვიდნენ მაგ დროს საკანალიზაციო ჭა გაჭედილი იყო, ეს ჭა უკვე  გადავიტანეთ დარბაზიდან დაახლოებით 25-ი  მეტრის მოშორებით, გეტყვით, რომ მანამდეც ამ ყველაფერს არანაირი კავშირი სამზარეულოსთან არ ჰქონდა, იქ მხოლოდ რესტორნის თეთრეული ირეცხებოდა.
 
- რა რეკომენდაციები მოგცათ სურსათის უვნებლობის სააგენტომ?


- სურსათის უვნებლობამ მოგვცა 6 შენიშვნა, რომელიც გავითვალისწინეთ და გამოვასწორეთ. მოხდა გამწოვების შეცვლა, ასევე მოძველებული იყო ინვენტარი და ინფრასტრუქტურა ეს ყველაფერი შეიცვალა, შემოვიტანეთ სამზარეულოს ახალი ინვენტარი ასევე უჟანგავი მაგიდები. სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები კიდევ იყვენ შემოსულები და მოგვცეს დასკვნა გახსნის თაობაზე. რის შემდეგაც დავიწყეთ ფუნქციონირება. რუსთაველების წინაშე დიდი ვალდებულებები გვაქვს და არ შევრცხვებით უკვე მათთან.

- ძალიან დიდი აგრესია იყოს თქვენი სარიტუალო დარბაზის მიმართ. როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ თუ არა ნდობის აღდგენას?

- ყველა რუსთაველმა იცის სად რა მზადდება და როგორ. ალბათ აქ მზადდებოდა ყველაზე კარგი პროდუქტი, ამიტომაც გვყავდა ბევრი მომხმარებელი და ვიყავით პოპულარულები, ყოველთვის მოწესრიგებული გვქონდა სამზარეულო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც სიუჟეტი ჩაიწერა არიყო სამუშაო დღე და იყო სანიტარული დღე. მე იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი ობიექტია ისეთი, რომ ჩემს ობიექტთან ახლოს ვერ მოვა. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენთვის კლიენტურა წაერთმიათ და ეს ვინც გააკეთა ვიცი. რუსთაველების წინაშე ვიხდი ბოდიშსს. მე მიყვარს რუსთავი და
რუსთაველები. მაპატიეთ რუსთაველებო თუ რამე გამომეპარა უნებლიედ"- განაცხადა ნოდარ ტაბაღუამ ინფო რუსთავთან.

როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში ინფო რუსთავს განუცხადეს, ობიექტი თავიდან შემოწმნდა. სამსახურის ხელმძღვალის თქმით, კვების დაწესებულება დღეის მდგომარეობით მკაცრ კონტროლზეა. "კვირაში ერთხელ მოხდება სარიტუალო დარბაზის გადამოწმება. ჩვენს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა რის შემდეგაც ობიექტმა ფუნქციონირება განაახლა"- განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

RUSTAVI