მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-08-27 18:55:30

28-29 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაინებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

30 აგვისტოს დღის საათებში ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

28-30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 აგვისტო +31°C, 29 აგვისტო +32°C, 30 აგვისტო +33°C, 31 აგვისტო +33°C.