ახალი სათამაშოები რუსთავის ბაღებში

2018-08-27 14:43:24

რუსთავის საბავშვო ბაღებს ახალი სათამაშოები დაურიგდათ. ახალი სასწავლო წლიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებს ახალი სათამაშოები დახვდებათ. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, სათამაშოები ევროპული ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს, გავლილი აქვს ეკოლოგიის ტესტირება და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ახალი სათამაშოებს ISO სერთიფიკატი აქვთ მინიჭებული. რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ: „ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ დაგვეკმაყოფილებინა ახალი მოთხოვნები და გამოგვეცხადებინა შესაბამისი ტენდერი. ხარისხი, რა თქმა უნდა, ტენდერის პირობებში გათვალისწინებული  იყო და შესაბამისი სერთიფიკატებიც წარმოდგენილია. ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება , როგორც მიმღებ, ასევე შემსრულებელ ორგანიზაციას. აქ არის პოლიციის, ექიმების, მაშველების ფორმიანი სათამაშოები რაც ბავშვების განვითარებისათვის კარგია. ძალიან კარგია ეს კრეატიული და ცხოვრებისეული სათამაშოები, რომელთა გამოყენება ბავშვებს პრაქტიკაშიც შეუძლიათ.“

 სათამაშოების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 000 ლარი გამოიყო.