რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე ავარია მოხდა.
ერთმანეთს მიცუბიშისა და სუზუკის მარკის ავტომობილი დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იუსტიციის სამინისტროს მანქანას მართავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.