გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟევი. ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლით მიმდინარეობს.