მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2018-08-24 23:21:54

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ახალაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით მამაკაცის ცხედარი გზაზე იყო. ახალგაზრდას სავარაუდოდ ავტომობილი დაეჯახა და რის შემდეგაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.