რუსთავში, ასლანიკაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე კალათბურთის ფარის ბადე უკვე ორჯერ მოიპარეს.
ფარის ბადეები ჯაჭვით არის გაკეთებული და არსებული ინფორმაციით ქურდმა ის ჯართში ჩაბარების მიზნით მოიპარა.
ბავშვები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ - "პირველად ჯაჭვის ბადეები მოედნის გახსნიდან რამდენიმე დღეში მოიპარეს, მერე ახლები დაკიდეს თუმცა კიდევ მოიპარეს".