სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ორი უცნობი პირის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ავრცელებს.
შეტყობინება მყვინვარწვერზე აღმოჩენილი ორი გვამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 23 აგვისტოს შემოვიდა.
ბოლო დღეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
მაშველებმა, მწვერვალ უშბადან დაუდგენელი ვინაობის ორი პიროვნების გვამი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს