ახალგაზრდა მამაკაცი დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარში გადახტა. მის მოსაძებნად მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, სადაც მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
მაშველებმა მამაკაცი ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მტკვარში გადახტომის მიზეზი უცნობია.