გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს 11:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 265 აბონენტს დმანისში ცურტაველის, დადიანის, აღორძინების, თიკანაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:30 საათამდე 302 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში დარაკოვი, წინწყარო და მიმდებარედ, 11:30-დან 18:00 საათამდე 397 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში ამლივი, ტბისი, ჯორჯიაშვილი და მიმდებარედ, 12:00-დან 18:00 საათამდე 853 აბონენტს მარნეულში კოსტავას, წერეთლის, ჯაფარიძის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, 14:00-დან 18:30 საათამდე 509 აბონენტს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში, 15:35-დან 19:00 საათამდე 926 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, ვაზიანი, კრწანისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.