ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ერთერთ ავტომობილში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვაბეს.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლით მიმდინარეობს.