ახალი გუბერნატორი რუსთავში

2018-08-22 19:34:35

ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი თანამშრომლებს და მერებს სოზარ სუბარმა წარუდგინა. [ვიდეო/video]

შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და დეპუტატებს მოუწოდა რომ რეგიონის განვითარებაზე ერთად იზრუნონ.

ახალი გუბერნატორი აღნიშნავს რომ კარგად იცნობს რეგიონს, იცის მისი ეკონომიკური პოტენციალი და არსებული სოციალური მდგომარეობა.

შოთა რეხვიაშვილმა ჯერ კიდევ კანცელარიაში წარდგენის დროს განაცხადა რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა აღნიშნავს რომ - მექნება დღის წესრიგი და ვინც გაართმევს თავს, ჩემი გუნდი იქნება. თუ დადგება საჭიროება, ბუნებრივია, საკადრო ცვლილება განხორციელდება.

შოთა რეხვიაშვილის ბიოგრაფია.