12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო. გოგონა დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს.
პაციენტი დამწვრობის ცენტრში გუშინ, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან, გულ-მკერდის, მუცლისა და ზედა კიდურების 40%-იანი დამწვრობით შეიყვანეს.
როგორც გუგა ქაშიბაძემ ინფო რუსთავთან საუბარში განაცხადა, წელს ეს ყველაზე მცირე ასაკის პაციენტია, რომელმაც დამწვრობა ლეღვის ფოთლის ნახარშით მიიღო. მან ასევე განაცხადა, რომ წელს მსგავსი მიზეზით დამწვრობის ცენტრში ხუთი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთი მამაკაცი იყო. აღნიშნული პაციენტებიდან ერთ-ერთი კი ლეღვის ფოთლის ნახარშს მკურნალობის მიზნით იყენებდა.