რუსთავს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცემა

2018-08-23 10:42:02

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 40-მდე ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა, რომელთაგან 20 ტყის ხანძრებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ინფო რუსთავს უწყებაში განუცხადეს, რუსთავს 2 ახალი სახანძრო მანქანა გადაეცემა.

 უწყების ცნობით, ახალი მანქანების მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა.

„პირველ ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანა გადმოკვეთს.“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ მანქანებს იმ ქალაქებში გადაანაწილებს, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს.