რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე (თბილისის ქუჩისა და თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალის დამაკავშირებელი მონაკვეთი) გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესთან ერთად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ტექნომშენ ჯგუფის" წარმომადგენელს შეხვდა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.
პროექტი ფარგლებში მოხდება გზის საფარის რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 210 908 ლარი გამოიყო, სამუშაოები 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.