ნაგვის ბუნკერების გაუქმების პროცესი ერთ თვეში დაიწყება.

2017-01-30 20:16:35

ნაგვის ბუნკერების გაუქმების პროცესი ერთ თვეში დაიწყება. სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. თავდაპირველად ეზოებში განთავსებული ურნები, ბუნკერებს, მე-6, მე-7, მე-7და მე-8 მკ/რ-ბში ჩაანაცვლებს. აღნიშნული სამუსაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  41 852 ლარი დაიხარჯება. ზემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე, ბუნკერების დალუქვის პროცესი მიმდინარე წლის  მარტში დაიწყება და ივნისამდე დასრულდება.

თვითმმართველობაში აცხადებენ რომ, ბუნკერები წლის ბოლომდე, ყველა მისამართზე დაილუქება.