მოვაჭრეების შენობაში შესვლამდე ობიექტის დემონტაჟი მოხდება (ვიდეო).

2017-01-30 18:00:32

„ბავშვთა სამყაროს“ დამწვარ შენობასთან მოვაჭრეები ამ დრომდე რჩებიან. ადგილზე „ინფო რუსთავი“ იმყოფებოდა. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ, განაცხადა, ტერიტორია, სადაც საცავებია განთავსებული სპეციალურმა ჯგუფებმა შეამოწმეს და  დადასტურდა, რომ სეიფებში არსებული ოქროულობა დაზიანებული არ არის.

შესული იყო ჯგუფი, რომელმაც დაათვალიერა ყველაზე ფასეული ოქრო-ვერცხლი. ჯგუფმა დაადასტურა, რომ სეიფები, სადაც ეს ნივთებია შენახული, არ არის დაზიანებული.ახლა შევა მეორე ჯგუფი და გადაწყდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოტანა“ - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ. 

მისივე ინფორმაცით, შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება და სწორედ ამის შემდეგ,  შეძლებენ დაზარალებულები ნივთების გამოტანას. დემონტაჟის დაწყების კონკრეტული დრო დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ,  სავაჭრო ცენტრ .. "ბავშვთა სამყაროს"შენობაში ხანძარი დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას, მეხანძრეებითითქმის ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.