ასობით ავტობილი საცობშია [photo]

2018-08-20 11:44:27

რუსთავი-თბილისის და მარნეული-თბილისის მაგისტრალზე (ქვემო და ზემო ფონიჭალის მონაკვეთზე) ასობით ავტომობილი საცობშია.

არსებული ინფორმაციით, საავტომობილო მიმოსვლის შეზღუდვა საგზაო სამუშაოებმა გამოიწვია. "დილით იყო პატარა ავარია, სერიოზული არაფერი, ასევე ერთი სატვირთოა გაფუჭებული და მაგისტრალზე არის გაჩერებული, მაგრამ ამის გამო ამხელა საცობი რატომ არის, ვერ ვხვდები" - აცხადებს "ინფო რუსთავთან" ერთ-ერთი მგზავრი.

არსებული ინფორმაციით, საავტომობილო საცობი ქვემო ფონიჭალის სარკინიგზო ხიდიდან იწყება და დირსის კომპლექსამდე გრძელდება.