რატომ დაიწუნა რუსთავის მერიამ გზა

2018-08-19 19:39:40

ოდიშარიას ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დასრულდა თუმცა რუსთავის მერიამ პროექტი არ ჩაიბარა.

რეაბილიტაციის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამსახურმა ქუჩა შეამოწმა და ხარვეზები აღმოაჩინა. თვითმმართველობაში აცხადებენ რომ - "ასფალტის ზედა ფენა არ იყო სწორედ დაგებული, ნალექის დროს რამდენიმე მონაკვეთზე წყალი დგებოდა".

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალა აღნიშნული სამუშაოების თავიდან განხორციელება. ამ დროისთვის ოდიშარიას ქუჩაზე გზა ისევ გადათხრილია, მიმდინარეობს მოფრეზვითი სამუშაოები რის შემდეგაც ასფალტის თავიდან დაგება მოხდება.