პატრიარქის ქადაგება

2018-08-19 14:15:41

მართმადიდებლური ეკლესია დღეს ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ტრადიციული ქადაგებისას, ხილი აკურთხა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, მიდის მაღლა ან ეშვება დაბლა. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, ვიაროთ სრულყოფისკენ კიბეზე. ეს აუცილებელია. ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ, რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. შევთხოვთ უფალს, რომ აკურთხოს ერი თავისი დიდებით. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერისცვალების ღირსი გავხდეთ“- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა ილია მეორემ

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.