"გვაქვს ინფორმაცია რომ კიდევ 350 თანამშრომლის გაშვება იგეგმება" (ვიდეო).

2017-01-30 10:25:06

აქცია აზოტის საწარმოსთან დილიდან მიმდინარეობს. გათავისუფლებული 350 თანამშრომელი სამსახურში აღდგენას მოითხოვს. ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლები რომლებიც ცდილობენ ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და დეტალების გარკვევას, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ გამოსულა. აზოტის პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით კიდევ დამატებით 350 თანამშრომლის გატავისუფლება იგეგმება, გავრცელებულ ინფორმაციას საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთომის სამსახურში არ ადასტურებენ.