19 - 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
19 – 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 19 - 20 აგვისტოს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 აგვისტო +28°C, 20 აგვისტო +27°C, 21 აგვისტო +28°C, 22 აგვისტო +31°C.