გუბერნიის შენობასთან ქალი გადავარდა

2018-08-18 21:25:11

რუსთავში, ქვემო ქართლის გუბერნიის შენობასთან, ბეტონის ფილებიდან ქალი გადავარდა.

არსებული ინფორმაციით 49 წლის ქალი ქორწინების სახლსა და გუბერნიის შენობას შორის ბეტონის ფილიდან გადავარდა და ხელი მოიტეხა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებულს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს რის შემდეგაც კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავთან" ინტერვიუში დაშავებული ქალი აცხადებდა რომ - "მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის გარე განათება და შეუძლებელია დაინახო ფეხით სავალი ნაწილი."