რა განთავსდება შენობაში

2018-08-20 21:56:12

გაირკვა რა განთავსდება ყოფილი კინოთეატრის შენობაში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე, იქ სადაც წლების წინ კინოთეატრი იყო, ხოლო ბოლო 3 წელი სამორინეა, საქართველოს ბანკი განთავსდება. შენობის ფასადის დემონტაჟი 2 კვირის წინ დაიწყო, გატანილია სამორინეს კუთვნილებაში არსებული ინვენტარი.

შენობა უკვე 1 წელია 1 000 000 დოლარად იყიდება, თუმცა არსებული ინფორმაციით საქართველოს ბანკი ოფისს ქირით იღებს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია თითქოს შენობაში სუპერმარკეტების ქსელი კარფური უნდა განთავსებულიყო, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

მას შემდეგ რაც საქართველოს ბანკი ახალ ოფისში გადავა, სავარაუდოდ, მეგობრობის გამზირზე ერთერთ ოფის დახურავს.