ახალი სავიზო ცენტრი

2018-08-17 14:45:18

თბილისში, რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. თბილისში გახსნილ ახალ ცენტრთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის შემდეგ  დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა ტექნიკური საკითხია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონას, ასევე მისი თქმით საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას ანხორციელებს შვეიცარიის საელჩო და მათ ყველანაირი უფლება ჰქონდათ რუსეთის სავიზო მომსახურების ცენტრი გაეხსნათ.

ცენტრი თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში მდებარე შენობაში „ბიზნესცენტრი ბესიკზე“ მდებარეობს.

„შსს-მ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთილიყო ეს მართლზომიერი ქმედება და შვეიცარიის საელჩომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეხსნა სავიზო მომსახურების ცენტრი. ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, მსგავსი ცენტრები არსებობდა იგივე შენგენის ქვეყნებში სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებით, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებოდა შენგენის ქვეყნებში ვიზები. ამჟამად ბრიტანეთის საელჩოსაც აქვს მსგავსი სახის სავიზო ცენტრი და ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა იმისთვის, რომ პროცედურები იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.