გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს 08:00-დან 11:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2016 აბონენტს გარდაბანში ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, ტელმანის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 16:00 საათამდე 1390 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, ყარაჯალარი, ველი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 2772 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ფოლადაური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში, 11;00-დან 18:00 საათამდე 3844 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, ბოგვი, ფარცხისი, ტბისი, საღრაშენი და მიმდებარე სოფლებში, 11:15-დან 19:00 საათამდე 3239 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, ბაზაქლო, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში, 12:15-დან 16:00 საათამდე 1824 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, გუმბათი, რეხა, ხანდო, ავრანლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.