ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვენ.
ბრალდებულის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, ჩატარებული ექსპერტიზა არ შეესაბამება რეალობას და მიიჩნევს, რომ საჭიროა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება.
"უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა რამდენად აქვს ამ ადამინს სექსუალური აქტის დამყარების საშუალება. ჩვენ მოვიძიეთ ექსპერტები და უროლოგები რომლებიც დაგვეხმარებიან კვლევაში. ეს კომპლექსურად ტარდება და ირკვევა ფიზიკურად შეუძლია თუ არა სექსუალური აქტის დამყარება. მოუმწიფებლობა, ჯამრთელობა ერექცია ეს ყველაფერი შესაძლებელია იყოს იმის მიზეზი, რომ აღნიშნულმა პირმა სექსუალური აქტი ვერ განახორციელოს. ბრალდებული განაცხადებს, რომ არასოდეს არ ქონია სექსუალური აქტი" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ალექსანდრე კობაიძემ.