რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

2018-08-10 12:49:58

რჩევები მშობლებს, ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით.

დიდი ზომის და ფორმის სკოლის ჩანთები მოზარდებში სხეულის დეფორმაციას იწვევს, რაც მშობელმა უნდა აკონტროლოს.

ჩანთვის  გადაჭარბებულმა  წონამ შეიძლება ზურგის ტკივილი ან სხეულის დეფორმაცია გამოიწვიოს. მოზარდის სასკოლო ჩანთა დასაშვებ ნორმას, რომ არ აღემატებოდეს უმჯობესია, თუ ზოგადად მსუბუქ ჩანთას აარჩევთ.

სასკოლო ჩანთის წონა ბავშვის მთლიანი წონის 10-20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რა თქმა უნდა, უმჯობესია ზურგჩანთის წონამ 10%-ს არ  გადააჭარბოს.

სასკოლო ჩანთა მოსახერხებელი და ზიანის მომტანი, რომ არ იყოს უნდა შევარჩიოთ შემდეგნაირი: სამხრეულები უნდა იყოს ფართო, რბილი და მდგრადი, განსაკუთრებით, თუ ჩანთა მძიმეა. ისეთი ჩანთის ტარება, რომელსაც ერთი სამხრეული აქვს, რეკომენდებული არ არის, რადგან ის დამატებით დატვირთვას ქმნის.

ასევე სასურველია, ჩანთაზე მიკრული იყოს სინათლის ამრეკლავი ელემენტები, რომ ბავშვი საღამოობით უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს.

ასევე ხერხემლის გადაღლისგან თავის დასაცავად საჭიროა  ბავშვებს კომფორტული და სწორად ორგანიზებული სამუშაო ადგილი შევურჩიოთ.