2018-08-16 12:39:34
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე დენის დარტყმის შედეგად 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.
გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს ხელი მოკიდა, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით გოგონა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის შვილია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცი დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ფაქტზე გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.