პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა 1 კილოგრამს არ ასცდება, ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ განაცხადა.
"ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება", – განაცხადა თემურ მურღულიამ.
სამინისტროში აცხადებენ რომ 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება. წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, პირველ ეტაპზე 2 მლნ 400 ათასი იბეჭდება.